თეგი: ტყვეების გაცვლა

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.  „დღეს, პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, გაიმართა სამხედრო ტყვეების პირველი სრული გაცვლა. ტყვედ ჩავარდნილი 10 დამპყრობლის სანაცვლოდ, 10 ჩვენი ჯარისკაცი გამოვიყვანეთ. ასევე დღეს რუსებთან გავაგზავნეთ 11 სამოქალაქო რუსი მეზღვაური, რომლებიც ოდესასთან ჩაძირული გემიდან გადავარჩინეთ. ამის შედეგად სახლში დაბრუნდება 19 უკრაინელი სამოქალაქო მეზღვაური სამაშველო გემიდან, რომელიც დატყვევებული ჰყავდათ ოკუპანტებს კუნძულ ზმეინიდან ჩვენი სამხედროების გაყვანის მცდელობისას.  გაცვლის პირობების თანახმად, უკრაინას დაუბრუნდება თავად სამაშველო ხომალდი და თურქეთის პორტში გაიგზავნება", - აცხადებს ვერეშჩუკი. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მხარეებმა ტყვეები პირველად გაცვალეს.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს     

ავსტრიის კანცლერი: პუტინი მზადაა, უკრაინასთან პატიმრების გაცვლის საკითხი განიხილოს

ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვი ბუნებრივი აირის მიწოდების ვალდებულებებს შეასრულებს და მზადაა, უკრაინასთან პატიმრების გაცვლის საკითხი განიხილოს. ასევე, მხარეებმა უკრაინის პორტებში დაბლოკილი ხორბლის საკითხზე ისაუბრეს. პატიმრობაში მყოფი ვიქტორ მედვედჩუკი ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი თავის მარიუპოლის დამცველებსა და მცხოვრებლებში გაცვლას სთხოვს ავსტრიის ლიდერის თქმით, სატელეფონო საუბრის დროს მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ პუტინს სურს, ჰქონდეს მყარი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთაც მოლაპარაკებების დროს გამოიყენებს. პუტინმა ხორბლის გლობალურ ბაზრებზე ტრანსპორტირების შეფერხებაში რუსეთის დადანაშაულებას უსაფუძვლო უწოდა და "ანტიდასავლური სანქციები" ხელისშემშლელ ფაქტორად დაასახელა. ზელენსკი: კიევი მზადაა რუსი ტყვეები „აზოვსტალის“ სამხედროებზე გაცვალოს  უკრაინამ და რუსეთმა ამ დრომდე ტყვეები 6-ჯერ გაცვალეს.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინამ „აზოვსტალის“ 95 მცველი ტყვეობიდან გამოიხსნა

სამხედრო ტყვეების საკითხების საკოორდინაციო შტაბმა, რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან ფართომასშტაბიანი გაცვლის დროს უკრაინის 144 დამცველი გაათავისუფლა. აქედან 95 აზოვსტალის მცველია, რომელთა შორის 43 უშუალოდ პოლკ „აზოვის“ მებრძოლია.  „აზოვის“ პოლკის მეთაურმა განმარტა, რა პირობებით მოხდა დაჭრილი სამხედროების ევაკუაცია „აზოვსტალიდან“ რას ამბობენ „აზოვსტალის“ ქარხანაში დარჩენილი მებრძოლები „აზოვის“ პოლკის დამფუძნებელმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ მარიუპოლის ოპერაციის შეფასებისა და კრიტიკისგან თავი შეიკავონ  ლეონიდ სლუცკი: მოსკოვი შეისწავლის მედვედჩუკის აზოვის მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (GUR) განცხადებაშია ნათქვამი. ეს უკრაინაში რუსეთის სრულმაშტაბიანი ომის დაწყებიდან ტყვეთა ყველაზე დიდი რაოდენობით გაცვლაა. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება მუშაობს მარიუპოლის დამცველების სახლში დაბრუნებაზე. ამ პროცესს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი დირექტორატი ხელმძღვანელობს. 80 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში უკრაინელი სამხედროები მარიუპოლს იცავდნენ. 16 მაისს დაიწყო ქალაქის დამცველების ევაკუაცია რუსი ოკუპანტების მიერ დაბლოკილი აზოვსტალის ფოლადის სამუშაოებიდან. უკრაინული მედიის ცნობით, ფოლადის ქარხნიდან უკრაინელი სამხედროების გაყვანის შემდეგ, შეთანხმებების მიხედვით, ისინი გაცვლას ელოდებიან.  

კიევი: რუსეთის ტყვეობიდან უკრაინის 14 დამცველი გათავისუფლდა

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის ფარგლებში უკრაინის 14 დამცველი გათავისუფლდა. ამის შესახებ Ukrinform-ის ცნობით, საკოორდინაციო შტაბი იტყობინება. დ „ონეცკის რეგიონში სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის მუშაობის ფარგლებში, დღეს უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლა მოხდა. 14 უკრაინელი დამცველი სახლში დაბრუნდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. შტაბის ცნობით, გათავისუფლებულთა შორის არის 58-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ათი სამხედრო მოსამსახურე და 30-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ოთხი სამხედრო მოსამსახურე. ისინი რუსმა ოკუპანტებმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაატყვევეს. ასევე აღნიშნულია, რომ გათავისუფლებულთა შორის არიან ოფიცერი და სამხედრო მედიკოსი.   

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან ჯამში 808 ადამიანი დააბრუნა

2 ოქტომბრის მდგომარეობით, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 808 ადამიანი დააბრუნა ტყვეების 24 გაცვლის ფარგლებში. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა. „დღეს [2 ოქტომბრის] მდგომარეობით, განხორციელდა პატიმართა 24 გაცვლა, ტყვეობიდან გათავისუფლდა 808 ადამიანი“, - განაცხადა მალიარმა. „აზოვის" პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო და მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი რუსეთის ტყვეობიდან 22 სექტემბერს გათავისუფლდნენ. პროკოპენკოსა და პალამარის გარდა, რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან გაათავისუფლეს 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური, მაიორი სერგეი ვოლინი. ტყვეთა გაცვლისას რუსეთს სავარაუდოდ, გადასცეს პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში, ღალატშია ეჭვმიტანილი. ამავე თემაზე წაიკითხეთ მარიუპოლის დამცველთა ნაწილი ტყვეობიდან გათავისუფლდა

რუსეთის ტყვეობიდან 20 უკრაინელი სამხედრო გათავისუფლდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა პატიმრების მორიგი გაცვლის შესახებ განაცხადა. ტყვეთა გაცვლის შედეგადაც უკრაინამ 20 სამხედრო დააბრუნა.  ანდრეი ერმაკის თქმით, შესაძლებელი გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 14 ჯარისკაცის, ეროვნული გვარდიისა და საზღვაო ძალების სამხედროების დაბრუნება. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის ძალებმა ოლენივკაში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დააკავეს. გათავისუფლებულებს სამედიცინო შემოწმება უტარდებათ.  

უკრაინა: ტყვეობიდან 107 დამცველი გათავისუფლდა

დღეს რუსეთის ძალების ტყვეობიდან 107 უკრაინელი დამცველი გათავისუფლდა, რომელთაგან 74 აზოვსტალს იცავდა. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის უფროსი ანდრეი ერმაკი Telegram-ზე წერს.  „სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ტყვეები სახლებში დაბრუნდნენ“, - წერს ერმაკი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 64 უკრაინელი გათავისუფლდა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსეთმა და უკრაინამ პატიმრები კიდევ ერთხელ გაცვალეს. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების 64 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით იბრძოდნენ, უკრაინაში დაბრუნდნენ. მათ გარდა მათ ასევე მოახერხეს აშშ-ის მოქალაქე მურეკეზი სუედის გათავისუფლება, რომელიც, როგორც ერმაკი წერს, „ჩვენ ხალხს ეხმარებოდა“. 10 ოქტომბრიდან რუსული ჯარები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიურ თავდასხმებს ახორციელებენ. უმიზნებენ რაკეტებს და ირანული წარმოების დრონებს, როგორც გენერირების ობიექტებს, ასევე გადამცემ სისტემას. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა უარი განაცხადა ტყვეთა გაცვლაზე, რომელიც 14 იანვარს იყო დაგეგმილი

რუსეთმა უარი განაცხადა ტყვეთა გაცვლაზე, რომელიც 14 იანვარს უნდა განხორციელებულიყო, იტყობინება უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი. მანამდე, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ ტყვეობაში მყოფი 40 პირის გაცვლაზე, განუცხადა რუსეთის ადამიანის უფლებათა ომბუდსმენმა ტატიანა მოსკალკოვამ Reuters-ს. რუსეთის უარზე სხვა დეტალები მედიაში ამ დროისთვიას არ ვრცელდება. „რთული მისახვედრი არ არის ასეთი გადაწყვეტილების მიზეზების გამოცნობა“, - აცხადებენ უკრაინის ხელისუფლებაში.  

ტყვეთა გაცვლის შედეგად კიევმა 44 უკრაინელი დაიბრუნა

მორიგი გაცვლის გზით, 42 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაბრუნდნენ უკრაინაში რუსული ტყვეობიდან, განაცხადა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა 26 აპრილს. უკრაინელ სამხედრო ტყვეებს შორის იყვნენ ჯარისკაცები, საზღვაო ძალების პერსონალი, მესაზღვრეები და ეროვნული გვარდიელები. მათ შორის იყო 36 რიგითი და სერჟანტი, ასევე ექვსი ოფიცერი. ისინი მონაწილეობდნენ მარიუპოლის დაცვაში, მათ შორის აზოვსტალის ქარხანაში და იბრძოდნენ რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ხერსონის ოლქსა და აღმოსავლეთში. 10 აპრილს ტყვეთა გაცვლისას 100 უკრაინელი გაათავისუფლეს. ომბუდსმენ დმიტრო ლუბინეცის თქმით, 2000-ზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა სახლში რუსული ტყვეობიდან.